„პირდაპირ შეიძლება ითქვა, რომ ისინი არიან ნაცმოძრაობაში აღმოცენებული ადამიანები. დღეს შეიძლება სხვა სახელი დაირქვან, ხვალ გადაირქვან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, რომ რაღაც პლატფორმაზე ვიღაცები შეიძლება გაერთიანდნენ და ვიღაცები - არა. - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

"დღევანდელი გადმოსახედიდან პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რადიკალური პარტიები შეეცდებიან და იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. ეს რადიკალები იმართებიან ერთი ხელით, მათ ჰყავთ ერთი პატრონი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე არეულობა შემოიტანონ, დაპირისპირება მოხდეს, ხელისუფლება ჩამოაცილონ. დღევანდელი ხელისუფლება არ არის მათთვის მისაღები, ამას აქვს მარტივი ახსნა - ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც თავში წამოარტყამენ, ქვეყნის ინტერესებს დავთმობთ ვიღაცებისთვის და რაღაცისთვის, არ გავაკეთებთ ამას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, მოსახლეობისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.