"ის განცხადებები რაც კეთდება უცხოეთიდან, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. თეთრზე შავის თქმის მცდელობა. მაგრამ, საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დასავლეთს იმაზე მეტი დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც თავიანთი წარმომადგენლები, თავიანთი განცხადებებით - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ სტრატეგიული პარტნიორებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ აქციების დაშლასთან დაკავშირებით.
"ისე არავინ უწევს დისკრედიტაციას დასავლეთს და ევროპას, როგორც ეს კონკრეტული ადამიანები.
საზოგადოება ხომ ხედავს, ჩვენ წარსული ხომ არ დავრჩენილვართ? ყველა ადამიანს ნებისმიერ თემაზე მიუწვდება ხელი, ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს ევროპას." - განაცხადა კახა კალაძემ