თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს.
„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი, ოჯახების გაუბედურება, ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა. ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ასევე, ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. მადლობა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.