შეგნებულად, არგუმენტირებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით - თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგა რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვისას.
“ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით: გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი სიმართლე თქვათ თუ არა!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.