მე-10 მოწვევის პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, ირაკლი ზარქუას თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ არ აწერს ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს.
"ამ სწორმა პრაგმატულმა, ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რასაც ატარებს ღარიბაშვილის მთავრობა, მოგვცა შესაძლებლობა გავზარდოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი. გაურკვეველია, რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს. ეს არის ნონსენსი, ასეთი არ მომხდარა. როგორც ფრანგები იტყვიან Cette dame est devenue folle (ეს ქალბატონი გაგიჟდა. რედ.) - გაგიჟდა პრეზიდენტი." - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.