„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა, კეზერაშვილთან გახშირებული ვიზიტებიც ამით არის გამოწვეული, რამენაირად მოახდინონ ამ სიტუაციის, ან განმუხტვა, ან დაბალანსება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილის როლი არის გადამწყვეტი, რადგან მას აქვს ფული.
"ვიცით რომ ამ ფულის წყარო არის საქართველოა ბიუჯეტის ნაძარცვი ფულიდან და ევროპული პენსიონერების ნაძარცვი ფული. რა თქმა უნდა, ამაზე ევროპა არ რეაგირებს, რადგან ტანდემშია მათი და კეზერაშვილის დაფინანსება რადიკალური ოპოზიციის მიზნებთან. გამომდინარე აქედან, ამ თოჯინებით მანიპულირებენ, ხან ერთს დანიშნავენ ერთ ადგილზე, ხან – მეორეს. ზოგადად, შიდა დიდი არეულობა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ და გაყოფილი ე.წ. ახლები, ერთი და იგივე ელექტორატის გარშემო იბრძვიან, ამიტომ კეზერაშვილთან გახშირებული ვიზიტებიც ამით არის გამოწვეული, რამენაირად მოახდინონ ამ სიტუაციის, ან განმუხტვა, ან დაბალანსება. ეს არის შინაარსი და დანარჩენს, პერსონალურად, ერთი სად იქნება და მეორე – სად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს" – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.