ეს კანონი აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსული ყველა დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკული „ფარას“ ანალოგზე საუბრისას.
„მოგეხსენებათ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი და ახლა განხილვის დროს ალბათ მოხდება იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც უბრალოდ ქართულ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო სივრცესთან იქნება შესაბამისობაში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ.