პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პატრონებით, „ენჯეოებით“ ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, – ამის შესახებ პარტია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც არის აგენტი, უნდა დაერქვას აგენტი, რადგან საზოგადოებამ მათგან თავი დაიცვას.
.„პასუხს მიიღებს ყველა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ. ანუ, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პატრონებით, „ენჯეოებით“, ესენი ცდილობენ, საქართველოში დათესონ აგრესია. ვისაც ვეძახი აგენტს სახელებით და გვარებით, შემიძლია, თავი დავდო თითოეულ მათგანზე, რომ ისინი არიან აგენტები. მიშა მშვილდაძე არ ვიცი, ის არის რიგითის რიგითი, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უცხოელი აგენტია, ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი, არიან ადამიანები, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათ თავისი სახელი უნდა დაერქვათ, რადგან გვახსოვს იგივე გასული საუკუნის დასაწყისში, ასი წლის წინ, როდესაც აგენტებს არ დაერქვათ აგენტები, ისინი შემოუძღვნენ სერგო ორჯონიკიძესთან ერთად წითელ არმიას საქართველოში. ამიტომ როცა ვიღაც არის აგენტი და არის მეხუთე კოლონა, მათ საკუთარი სახელი უნდა დაერქვათ აუცილებლად, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვინც არის აგენტი, იმათ დაერქმევათ აგენტი, რადგან საზოგადოებამ ამ აგენტებისგან თავი უნდა დაიცვას. მე მაქვს უტყუარი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.