ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის განსაკუთრებით შსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი არის განსაკუთრებული, რომელიც აქტიურად მუშაობას საფრთხეების პრევენციაზე.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად შემდეგი დღეების განმავლობაში. რამდენიმე დღე არის დარჩენილი 26 ოქტომბრის ჩათვლით და ყველაფერს გააკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, მშვიდი საარჩევნო გარემო და ასევე მშვიდი პოსტსაარჩევნო გარემო, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, ამისთვის ყველა უწყება იქნება მობილიზებული, მათ შორის განსაკუთრებით შსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. საფრთხეების პრევენცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მშვიდ ვითარებაში საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება და ამისათვის იქნება მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება. მშვიდი საარჩევნო გარემო არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამისთვის ჩართული იქნება მათ შორის შსს-ც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.