თვეებია გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყველა ემიგრანტს, რომელიც ამის სურვილს გამოხატავს, ექნება ხმის მიცემის საშუალება.
„ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ექნება ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის რა თქმა უნდა, მაგალითად აშშ-ში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი, გვესმის რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას,“- განაცხადა პრემიერმა.