ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.
"ერთ თვეში ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ პრეზიდენტს იმპიჩმენტით. ეს არის, რაც შეგვიძლია, ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ყველაფერი არის არარელევანტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.