ავტორიტარიზმი საქართველოში იყო 2012 წლამდე, თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ შეაფასა ჯოზეფ ბორელის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ.
„ასეთ განცხადებებს, საბედნიეროდ, ვერ ექნება ფასი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არის აბსოლუტურად მცდარი და დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.