ტურიზმის განვითარებით ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული მთელს რეგიონში. შემთხვევითი არ არის, რომ წელს, ორი კვარტალის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს პანდემიამდე მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორ პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მუდამ მზადაა ინვესტორებს ხელი შეუწყოს.
„დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მშვიდობა და სწორედ ამიტომ დებენ ინვესტიციებს არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენებიც. მთავარია ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი. ინვესტორები გრძნობენ ამ სტაბილურობას და ჩვენი ხელისუფლებიდან მხარდაჭერას“, - აღნიშნა პრემიერმა.