„არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები. " - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი უბედურება დამართა - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს და გაწირეს ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. მათი მემკვიდრეობა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო მამუკა ხაზარაძე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.