"ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს." – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა, შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთებს და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი, აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიდიის კითხვაზე „დისკუსიას რა აზრი აქვს, როდესაც კანონი მიღებულია“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„აზრი ყოველთვის აქვს. თუ ეს აზრი გამიზნულია, რომ მოხდეს შეთანხმება ან გამოსავალი იქნეს მოძიებული, რატომ არ აქვს აზრი? პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული თანმხვედრი იდეები და წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს და დაველოდოთ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისზე მეტი განმარტება. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის, მათ შორის, პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არ არის მიუღებელი. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო