„სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა: " ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს"