"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სურს იმ ადამიანების გასამართლება, რომლებმაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
"ეს არის, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, პირდაპირ გალაშქრება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მათ შორის, მათ სურთ გაასამართლონ ის ადამიანები, რომელთაც, 2003-2012 წლებში, მონაწილეობა მიიღეს წარმატებული საქართველოს მშენებლობაში. აყენებენ შეურაცხყოფას ყველა იმ ქართველს, რომელიც იცავდა პუტინის აგრესიისგან 2008 წელს საქართველოს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.