საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმება, გაუგებარი გადაწყვეტილება იყო.
მისივე შეფასებით, ეს არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით და გამოვხატავთ მზაობას, ვიმუშაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდროდ, ვისაუბროთ საკითხებზე, რომლებიც არსებობს. მათ შორის, ეს შეიძლება, იყოს საკითხები, რომელზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს. თუმცა, სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენ ყოველთვის მოველით ღია გახსნილ და გულწრფელ საუბარს, რომელიც არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.