საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
როგორც სტოლტენბერგი წერს, იმედი აქვს, საქართველო გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს ნატო-ში. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ასევე, იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე“, – წერს იენს სტოლტენბერგი.