არჩევნების გარეშე იმ რაღაცის გადახარშვა, რაც პარლამენტში დავინახეთ, რთული იქნება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ისევ არავის ხელში რომ არ მოხდეს კონცენტრირებული ძალაუფლება - ეს არის ბუნებრივი ბარიერით, პროპორციული არჩევნების ჩატარების საკითხი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სიტუაციის განმუხტვას სჭირდება მხოლოდ არჩევნები იმიტომ, რომ არჩევნების გარეშე ფიზიკურად იმ რაღაცის გადახარშვა, რაც დავინახეთ ამ პარლამენტში, რთული იქნება და ამ პარლამენტს ყველაფერთან ერთად ლეგიტიმაცია მხოლოდ ამ სასწრაფო სიტუაციაში თუ დარჩა, რომ საქმე გაზაფხულის ბოლომდე არ გაფუჭდეს“- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.