სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცივ წყალს გადაასხამს ხალხს, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა რომელიც უკავშირდება ოპოზიციის წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრისა და ოპოზიციური ერთობის საკითხს.
„როგორც ჩანს, ჩვენ, როგორც ყველაზე გემრიელ ლუკმას, ისე გვინახავენ, რადგან ჯერ არავინ გამოჩენილა. სხვა დროს ჩნდებოდნენ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, ალბათ გაბრაზებას უნდა მივაწეროთ იმის გამო, რა განცხადებებსაც ბოლო პერიოდში ვაკეთებთ ან ტკბილი ლუკმა ვართ და ბოლოსთვის გვინახავენ. რასაკვირველია, შედეგს ვერ მიაღწევენ. ამ შემთხვევაში, სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დაათვალიერებს, ეს მოლოდინი გვაქვს. გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცოტა ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შედგება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.