„ქართული ოცნება“ გუშინ იმპიჩმენტს აწყობდა და დღეს, მიყვარს პრეზიდენტიო, ხომ არ იტყოდა,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე ზოგადად მგონია, რომ საერთოდ არაფერი მოხდება, სალომე ზურაბიშვილი მშვიდად გავა პენსიაზე. დღევანდელი ქიშპობა, რასაც ვუყურებდით „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის, მაგონებს ძაღლები ერთმანეთში რომ ყეფენ და ეტყობათ, ჩხუბი არ უნდათ, უბრალოდ უღრენენ ერთმანეთს და მერე გაიძურწებიან. ჩემი აზრით, დაახლოებით ასეთი იყო დღევანდელი შეხვედრა. „ქართული ოცნება“ გუშინ იმპიჩმენტს აწყობდა და დღეს, მიყვარს პრეზიდენტიო, ხომ არ იტყოდა. როგორც მაშინ მოიქცა და არ წამოუდგა ფეხზე, იგივე ნარატივი შეინარჩუნა დღესაც, მაგრამ დღეს არავის ეტყობოდა სხვა ტიპის სურვილი, ჩხუბი და გაუგებრობა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას" ეთერში.