დღეს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოდიოდა და გვეუბნებოდა, აბსოლუტურად სწორს, რა არის მურუსიძის სასამართლო, როგორ გვარცხვენს - შენ თუ ეს გესმის, როგორია მურუსიძის სასამართლო, როგორ კეტავ შეწყალების შესაძლებლობას? მე მინდა, რომ პრეზიდენტის იმედი მოკვდეს ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილსაც ტყუილად ნუ აიმედებთ და ნუ აიმედებთ ქართულ საზოგადოებას,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაში ერთხელ დაუშვა შეცდომა, არაშესაწყალებელი ადამიანი შეიწყალა, მერე შეაშინეს, თუ რა მოხდა, არ ვიცი და ფაქტობრივად გააუქმა შეწყალების კომისია და უარი თქვა ამ ინსტიტუტის გამოყენებაზე. პარალელურ რეჟიმში დღეს გამოდიოდა და გვეუბნებოდა, აბსოლუტურად სწორს, რა არის მურუსიძის სასამართლო, როგორია, როგორ გვარცხვენს და ა.შ... შენ თუ ეს გესმის, როგორია მურუსიძის სასამართლო, როგორ კეტავ შეწყალების შესაძლებლობას? როგორ კეტავ შეწყალების კომისიას? ერთი ადამიანი არასწორად რომ გაუშვი მაგის გამო? ათასი ზის ტყუილად და შენ რომ ერთი არასწორად გაუშვი, შენს უფლებამოსილებაზე, რომელიც ხალხმა მოგანიჭა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, უარს რანაირად აცხადებ?
მე მინდა, რომ პრეზიდენტის იმედი მოკვდეს ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილსაც ტყუილად ნუ აიმედებთ და ნუ აიმედებთ ქართულ საზოგადოებას, თითქოს პრეზიდენტი რამეს იზამს. პრეზიდენტი ჩემი აზრით, არის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და მას არასოდეს არაფერი გაუკეთებია ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, არც გააკეთებს, იმიტომ რომ გადაჰყვა ზედ ივანიშვილი. ანუ თვითონ ამბობენ, ერთი პროცენტი ჰქონდა რეიტინგი და ჩვენ აგირჩიეთო და ვინც პრეზიდენტად აგირჩია იმ კაცის მიმართ შენ ხომ არ იქნები ბოროტმოქმედი, თან ის კაციც ისეთი არ არის, ეს მარტივად გაბედო და მთელი პრელუდიები, რაც ხდება ამ წლების განმავლობაში, არის უბრალოდ ყვირილი, როგორ არ აკეთებს ადამიანი არაფერს",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ფორმულას"ეთერში.