მეგობრებო, როგორც გუშინ ნახეთ, აქციის ორგანიზატორები სახალხო აქციას ჯერ ისაკუთრებენ და მერე შლიან. ეს დაუშვებელია თუ გვესმის ის რისკები რაც ქვეყანას ემუქრება. - ამის შესახებ "გირჩი"-ს ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"ამიტომ, აქციის ორგანიზატორები ან აზრზე უნდა მოვიყვანოთ ან იქიდან ჩამოვსვათ და ჩვენ ავიდეთ.
ამაში გთხოვთ დახმარებას. სხვანაირად კიდევ ერთხელ უაზროდ დაიშლება ხალხი და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.თან ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი." - წერს იაგო ხვიჩია.