„ქართული ოცნება“ ხომ კონსერვატიული პარტიაა და ზოგადად, ამ ბოლო პერიოდში სტუმარ-მასპინძლობაშიც ვიჭრებით. აქამდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაინც არ გვევლებოდა და ახლა უკვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სტუმარ- მასპინძლობის „პონტშიც“ ძაან ჩავიჭერით,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„პრემიერის განცხადებიდან ამოვიკითხე, რომ ჩვენ შეგვიძლია სტუმრებს უპატივცემულოდ მოვექცეთ. ,,ქართული ოცნება“ ხომ კონსერვატიული პარტიაა და ზოგადად, ამ ბოლო პერიოდში სტუმარ-მასპინძლობაშიც ვიჭრებით. აქამდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაინც არ გვევლებოდა და ახლა უკვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სტუმარ- მასპინძლობის „პონტშიც“ ძაან ჩავიჭერით. რასაკვირველია, ხელისუფლება ისტერიულ პროცესშია და ცდილობს, ყველაფერი მოიგერიოს, ყველაფერზე თქვას, არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ, არავის ვიმჩნევ, ყველაფერი კარგადაა. ცდილობს, რომ ამ იაფფასიანი ლაპარაკით, ქართველი ხალხი დააყენოს არასწორ გზაზე, ამის ნაკლებად მჯერა. ჩემი აზრით, ამ ხალხს უკან სოროში ვერავინ შეყრის",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.