"გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს ნაცებს და მათ ამომრჩეველს ლელოს მიუგდებენ საჯიჯგნად", - ამის შესახებ პარტია გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე. წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონალური ნაც აქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს ლელოზე მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ.

ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს ნაცებს და მათ ამომრჩეველს ლელოს მიუგდებენ საჯიჯგნად.

მე ვთვლი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მხოლოდ რჩეული ნაცებიღა თუ გაუძლებენ ცდუნებას, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ამის მერე მაინც თუ მიხვდება რამეს ნაც ამომრჩველი, რადგან სანამ მათ ასე “ნაცურ წრეში” დაუნდობლად და უაზროდ ატრიალებენ, ბატონი ბიძინას ძალაუფლებას არაფერი ემუქრება", - წერს იაგო ხვიჩია.