„როდესაც საქართველოს ევროპის ინსტიტუტების მიერ მოწონებული 4 რეფორმა აქვს, ხოლო უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის დაპატიმრებული კორუფციისთვის, მინიმუმ უხერხულია ამ ფონზე საქართველოსთან გქონდეს პრეტენზია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ უკრაინას აქვს კანდიდატის სტატუსი მინიჭებული მიუხედავად სასამართლო სისტემის მოუწესრიგებლობისა, უსამართლობაა, რომ საქართველოს მიმართ ამ მხრივ პრეტენზიები გამოითქვა.
„ვერაფრით გვითხრეს, კონკრეტულად რას გულისხმობენ მართლმსაჯულების რეფორმაში, შინაარსობრივ რეფორმაში, როგორც ისინი უწოდებენ, გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა დავნიშნოთ ის პირები, რომლებიც უნდა რადიკალურ ოპოზიციას და ვისაც იტყვის აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა. ეს არის დაუშვებელი.
როდესაც უკრაინას კანდიდატის სტატუსს ანიჭებ და საქართველოს - არა, ამ დროს საქართველოს ევროპის ინსტიტუტების მიერ მოწონებული 4 რეფორმა აქვს, ხოლო უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის დაპატიმრებული კორუფციისთვის, 10 მოსამართლეზე კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მინიმუმ უხერხულია ამ ფონზე საქართველოსთან მიმართებით კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გქონდეს პრეტენზია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.