„თემურ ალასანიას განაცხადი არ არის მხოლოდ მისი, არამედ არის აქაური რადიკალებისაც - მართალია, ალასანიას სიტყვები არ გაიმეორეს „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ არც გაემიჯნენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თემურ ალასანიამ თავისი განცხადებით, რომლითაც ის ქვეყნის გახლეჩას იწონებს, ხოლო დაკარგული ტერიტორიების ძალადობრივი გზით დაბრუნების მომხრეა, „ნაცმოძრაობას“ ნიღაბი ჩამოხსნა.
„თუ რაიმე შანსი ჰქონდა დარჩენილი „ნაცმოძრაობას“, თემურ ალასანიამ თავისი გამოსვლით, პრაქტიკულად, გაუნულა. მოცელა, როგორც იტყვიან. ალასანია ხომ არ არის მურმან დუმბაძე, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ გააშაყირო, თემურ ალასანია არის მიხეილ სააკაშვილის ბიძა და მას სერიოზული გავლენები ჰქონდა და აქვს „ნაცმოძრაობაზეც“ და - არა მხოლოდ. ვიცით, ჯერ კიდევ რუსული კვოტით როდის იყო დანიშნული გაეროში და იარაღის შესყიდვას კურირებდა. შესაბამისად, თემურ ალასანიას განაცხადი არ არის მხოლოდ მისი, არამედ არის აქაური რადიკალებისაც. მართალია, ალასანიას სიტყვები არ გაიმეორეს „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ არც გაემიჯნენ, იმიტომ, რომ ვერ გაბედეს. ალასანიამ ამ განცხადებით „ნაცმოძრაობას“ ნიღაბი ჩამოხსნა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.