„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა. კერძოდ, ის დაპირისპირება, რა დროსაც ოპოზიციონერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს.
„პარლამენტში ჩხუბი სამწუხაროდ, გვინახავს, მაგრამ ასე უკნიდან მიპარვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის მთელი ოპოზიციის ხელი გარტყმული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელსაც ქვეყანაში გამჭვირვალობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ კანონი უნდა მიიღო იმის მიხედვით კი არა, თუ რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, რას გეტყვის მაგალითად, რომელიმე გაერთიანების წარმომადგენელი ან სხვა ქვეყნის ელჩი საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება შესუსტებული, თუ საერთოდ გაუქმებული არა. ამას ხომ პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ და გამოდის, რომ სუვერენული უფლებები ჩვენ საერთოდ არ გვაქვს.
ეს მოცემულობაა დღეს და აქედან გამომდინარეობს, რომ ალეკო ელისაშვილის ხელი დღეს მხოლოდ მდინარაძეს არ მოხვდა. დღეს მთელი ოპოზიციის „ბინძური ხელის“ როლი იკისრა ალეკო ელისაშვილმა და საქართველოს საზოგადოებას დაარტყა - ზუსტად იმ გამჭვირვალობას და სუვერენიტეტს, რომელსაც ჩვენ უცხოეთის ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან ვიცავთ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
განიხილავის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ