მამუკა ხაზარაძეს ვინ ჰყავს ახალი სახე, დავით უსუფაშვილი თუ სალომე სამადაშვილი ან თავად როგორ წარდგება, როგორც ახალი სახე?ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.
„მამუკა ხაზარაძე ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა. ვინ ჰყავს ახალი სახე – დავით უსუფაშვილი თუ სალომე სამადაშვილი, რომელიც საკუთარმა ოპოზიციამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა? ან თავად როგორ წარდგება, როგორც ახალი სახე? – ახალგაზრდობიდან მახსოვს და არც თუ ისე პოზიტიურად. კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი და პოლიტიკა ერთად კეთდებოდა. მამუკა ხაზარაძე წინასაახალწლოდ თუ გაჩუმდება, მისთვის იქნება უკეთესი. ერთადერთი ალტერნატივა იქნება იმაში, თუ ხაზარაძე და მისი გუნდი იტყვის, რომ პოლიტიკოსებად ვერ შედგნენ, საახალწლოდ ხალხს ახალ წელს მიულოცავენ და კარგად ბრძანდებოდეთო, იტყვიან. მაშინ უალტერნატივო იქნებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.