ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა მელიას განცხადებასთამ დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება ვაშაძის მისვლას და ა.შ. - ეს არის ტექნიკური ხასიათის სვლები და ამას ქართული საზოგადოება თავის სახელს დაარქმევს არჩევნებზე. ის, რომ ნაცმოძრაობაში, „პრიგოჟინის პარტიაში“ არაფორმალური მმართველობაა, ეს სახეზეა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია „ნაციონალურ მოძრაობაში მხოლოდ ფულისთვის არიან.