„ქართული ოცნება“ თავად არის გარანტორი იმისა, რომ საქართველო მუდმივ საფრთხეებში იყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნება“ თვითონ საფრთხეა და „ქართული ოცნება“ არის გარანტორი, რომ საქართველო იყოს მუდმივ საფრთხეებში, გაურკვევლობა ჰქონდეს, გრავიტაცია დაკარგული ქვეყანა იყოს და არცერთ ბანაკში არ იყოს, ყველას ეფიცებოდეს - მე შენთან ვარ. ეს ბიძინას ტრიუკებია. როცა მშვიდობაა ეს ჭრის, მაგრამ როცა ომია, ყველა ითხოვს - საითკენ ხარ ბიძიკო შენ, ვისკენ ხარ და თუ არცერთისკენ არ ხარ, „ფოკუზნიკი“ ხარ? და როგორ ხარ არცერთისკენ, როდესაც ყველა შენი ქმედება ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას ამ ომში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.