საგარეო საქმეთა მინისტრს ნაცების ბუდეში მიბრუნებულმა ვაშაძემ შესჩივლა, უცხოეთში რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე ვერ რეგისტრირდებაო - იცრუა, ვერც ერთი გვარი ვერ თქვა! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

"ნაციონალური მოძრაობა" ადამიანების ბედზე ფარისევლურად რომ სწუხს პარლამენტის ტრიბუნიდან , ამით ჰგონიათ მათ ერთნიშნა პროცენტისკენ მიმავალ რეიტინგს მაინც გაიმყარებენ. დღეს, ინტერპელაციაზე , საგარეო საქმეთა მინისტრს ნაცების ბუდეში მიბრუნებულმა ვაშაძემ შესჩივლა, უცხოეთში რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე ვერ რეგისტრირდებაო - იცრუა, ვერც ერთი გვარი ვერ თქვა! პ.ს: ტყუილები ვაშაძის ძლიერი მხარეა, მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება ევროინტეგრაციის გზაზე მაინც უკონკურენტოა - სულ ბოლო გუშინწინ იყო, რეზოლუციას ხელი არ მოაწერა, საქართველოს წინსვლას უთხრა არა!" - წერს გრეტა წიწავა.

შეგახსენებთ: „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა. ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია. ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამო რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი აეროპორტში აქციით დახვდა.