"ისინი იყვნენ მხარდამჭერები და მკვებავები სხვადასხვა დეზინფორმაციული და დესტრუქციული კამპანიების",- წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
კარგად გვახსოვს თვეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი როგორ ითხოვდა NED-ისგან ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალეობას - გასაჯაროებას თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, მიიღო პირობა NED-ის ხელმძღვანელობისგან, თუმცა უშედეგოდ- არ გაასაჯაროეს!
ისინი იყვნენ მხარდამჭერები და მკვებავები სხვადასხვა დეზინფორმაციული და დესტრუქციული კამპანიების - სიცრუეში და მავნებლობაში ვამხელდით მრავალგზის, მაგრამ " შეაყარე კედელს ცერცვი" ..."- წერს გრეტა წიწავა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. გუშინ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.