"მივესალმები ბატონ რუბიოს ამ შემართებას", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა აშშ- ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს დღევანდელ განცხადებას:

"ბოლო წლები, როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და მშვიდობის უპირველესობაზე ჯიუტად ვსაუბრობდით, სხვა ქვეყნის ზოგ-ზოგიერთი წარმომადგენელი გვმოძღვრავდა- გაეშვით და ნუ ფიქრობთ თქვენს ხალხზე, ჩვენ უკეთ ვიცით რა გინდათ და რა გჭირდებათო...

მივესალმები ბატონ რუბიოს ამ შემართებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს - მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა"- წერს გრეტა წიწავა.