პატივცემულო ოპოზიციავ, აი თვითმმართველობის არჩევნებზე სოფელ-სოფელ თუ ივლით და არა ფბ კედელ-კედელ, როგორც საპარლამენტოზე, ბულეტებად ჩამოწერეთ და შესთავაზეთ ვისაც შეხვდებით " როთისეული ხედვა" - მას როგორი სურს იყოს ქართველი ხალხის მომავალი, პატრიოტული სულისკვეთება , ტრადიციებისადმი მისეული ხედვაც არ გამოგრჩეთ..."- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციის მიერ გუშნ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოწოდებებს და მესიჯებს:
"გრძელი სიტყვა აქ მოკლედ ითქმისო...გუშინ რაც მოხდა ოპოზიციის აქციაზე , დიდად კი არ ადარდებთ მაგრამ, ქვეყნის სუვერენიტეტის
უპატივცემლობა - ქვეყნის გარედან მიუთითებდნენ ქვეყნის შიგნით მყოფ გარკვეულ ჯგუფებს, როგორ უნდა მოიქცეს... 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და მისი სწორი, ღირებულებითი არჩევანის დაკნინება კი არახალია.
რაც ჩვენ გვაწყობს ისაა სწორი და მისაღები" ეს იყო მათი თავყრილობის არსი.
პატივცემულო ოპოზიციავ, აი თვითმმართველობის არჩევნებზე სოფელ-სოფელ თუ ივლით და არა ფბ კედელ-კედელ, როგორც საპარლამენტოზე, ბულეტებად ჩამოწერეთ და შესთავაზეთ ვისაც შეხვდებით " როთისეული ხედვა" - მას როგორი სურს იყოს ქართველი ხალხის მომავალი, პატრიოტული სულისკვეთება , ტრადიციებისადმი მისეული ხედვაც არ გამოგრჩეთ..."