მზაკვრული მიდგომა "ერთი ხელით" ვითომ კანდიდატის სტატუსი გინდა და "მეორე ხელით" ვინც მხარს გიჭერეს სტატუსის მისაღებად მას აკრიტიკებდე მარტივი მავნებლობაა - წერს ქართული ოცნების დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში:

ევროპულ გზაზე მიმავალი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში და მისი მტკიცე მხარდაჭერა.

ცხადია, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენ გვჭირდება ყველა პლათფორმაზე ხმამაღალი მხარდაჭერა და ვინც ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს მადლიერებაც გვმართებს.

თუმცა იკვეთება სიავეც - რაც უფრო ღიაა მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების მხრიდან, სამწუხაროდ მით უფრო მძლავრდება ამ ლიდერების მიმართ ნეგატიურად წარმოჩენის მცდელობა.ასე მარტივად..

" არაფერი არს დამალული რაც არ გაცხადდეს " - მზაკვრული მიდგომა "ერთი ხელით" ვითომ კანდიდატის სტატუსი გინდა და "მეორე ხელით" ვინც მხარს გიჭერეს სტატუსის მისაღებად მას აკრიტიკებდე მარტივი მავნებლობაა. ჩვენი დამსახურებული ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია