სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელებზე  „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ სააკაშვილმა ორივე საქმეზე წააგო . - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში:

#ამბავი სხვადასხვა დროს სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელებზე  „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ სააკაშვილმა ორივე საქმეზე წააგო .

ა/წ
ივნისი❗️სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო

მაისი ❗️ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.

პ.ს არ აქვს სიმართლე და არც ეშვება...

შეგახსენებთ:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR), საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ, რომლითაც იგი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო მისი უფლებების დარღვევის აღიარებას ითხოვდა, დაუშვებლად ცნო.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ",  საჩივარი დაუშვებლად ერთხმად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა", - ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებატა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

საქმე ეხებოდა სააკაშვილის განცხადებას, რომელიც 2015 წელს უკრაინაში მოღვაწეობდა და უკრაინის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობას ირებდა.