კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ექსკლუზიურ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმად „შაბათის ეთერმა“ რუსეთის ერთიანი რეესტრიდან 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსული კორპორაციის, „სამეცნიერო საწარმოო კონცერნი - სოხუვოს მოიერიშეების“ აქციების 20%-ის მფლობელი, ქართული საწარმო „თბილავიამშენია“.

გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „ტვ პირველის“ წამყვანი ჟურნალისტები და მათი დამფუძნებლები საქართველოს „პარტნიორებს“ ატყობინებენ, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში ეხმარება, რასაც ხაინდრავა ცილისწამებას უწოდებს.

„შაბათის ეთერი“ - ანუ კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ჩვენ „პარტნიორებს“ ატყობინებენ რომ: საქართველო! არ მეშლება, სრულიად საქართველო! რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?“, - წერს გოგა ხაინდრავა .