კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების პოვნის ფაქტს ეხმიანება და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.
„პრეზიდენტ ბაიდენს „გარაჟში“ საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში. აშშ-ის მედია იუწყება - ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს.
რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა თუ დემოკრატიის აშშ-ში?“ - წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.