შენი დარი დრამატურგი თუ მოიგონებდა ციხის კადრების დადგმას -  ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო, ღირსი კი ხარ! - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს, რითაც ლაშა ბუღაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ 2012 წელს  „ციხის კადრები“ დადგმული იყო.

„ციხის კადრები დადგმული იყოო… ბუღაძე, შენი დარი დრამატურგი თუ მოიგონებდა ციხის კადრების დადგმას! მიშას რეჟისურით მერაბიშვილ ადეიშვილ ბოკერიას სცენოგრაფიით ახალაია ქარდავა კასტილიანის შესრულებით! ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო... ღირსი კი ხარ!“ - წერს ხაინდრავა.