"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 85 მა დეპუტატმა.
აღნიშნულ თანამდებობაზე გივი მიქანაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრად იქნა დანიშნული.