მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ დაიკლო. ამის შესახებ კლინიკა "ვივამედში" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ  კლინიკა "ვივამედში" მისი მონახულების შემდეგ ჟურნლისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"[მდგომარეობა] მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დღეს აუწონიათ. დინამიკა ასეთია. [..] რა ვიცი რა გითხრათ, კარგს ვერაფერს გეტყვით", - თქვა გიული ალასანიამ.