საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასულ სიუჟეტს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მსოფლიო მედია წერს და ფაქტს აღიარებს.
„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს, ყველა გაგიჟდა? ძალიან მადლობელი ვარ ამის“, - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი განმარტებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დილიდან 37.5 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება სისუსტე, რასაც ალასანია მოწამვლას უკავშირებს.
„დილიდან სიცხე აქვს 37.5. როგორც ყოველთვის სისუსტე აღენიშნება. ყველა ეს სიმპტომი არის უკვე კარგად დასაბუთებული იმ ცნობილი მოწამვლის შედეგი. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ტელეკომპანია BBC-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელსიც მისი ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზეა საუბარი. სიუჟეტის სათაურია: „არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?