პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე) და „დროა“ (ელენს ხოშტარია) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ.
„პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ „ქართულ ქარტიას““, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართულ ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!