თუკი დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. 

"ვის ეხება - არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს).

 
რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას - ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში.


რა ხდება თუ დეკლარირებას არ მოახდენენ - მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (თუ მაინც არ წარადგენს 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ).


რა ხდება ამ კანონის მიღების შემდეგ - ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია," - წერს გიორგი ვოლსკი "ფეისბუკში". 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“