პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ძალიან ბევრი, მსესხებლის უფლებების დასაცავად.
დეპუტატი კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა.
„სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ისეთ სახელმწიფოს, შეიძლება ერთი ორი აღმოჩნდეს მხოლოდ, რომელიც ასეთ [საცხოვრებრელის დაკარგვის] მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ბინის ქირას სთავაზობს და პრაქტიკულად არავის ტოვებს ჭერის გარეშე. ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, არის ჩამოყალიბებული, შეთანხმებული და ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან აშკარად სპეკულაციის ფორმას იღებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.