თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„ის რეზოლუცია საკმაოდ ნიშანდობლივია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო - მოუწოდებენ არჩევნებისკენ და ამავე დროს მოუწოდებენ იმისკენ, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურად არ ცნონ. ანუ, ქმნიან ორ ფრონტს, რათა დესტაბილიზაციის სცენარს ახლა ასეთი განვითარება მიეცეს. ოპოზიციამ რა უნდა შესთავაზოს თავის ამომრჩეველს გარდა იმისა, რაც აქამდე შეუთავაზებია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.