ევროპარლამენტში გუშინდელი დისკუსია რასაც აჩვენებს არის ის, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს კანონი მიზნად ისახავს გააჩუმოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია და შემდეგ მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია. ეს კანონი მიზნად ისახავს ბოლომდე დაასამასაროს დემოკრატიის ჩანასახიც კი, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაა რუსული ეს კანონი.
სისუსტეა, როდესაც ძალით გინდა 29 აპრილს კონტრაქციაზე ჩაიყვანო მთელი საქართველოდან ადამიანები. ამით რას აპროტესტებენ, რისთვის იკრიბებიან? ევროპულ ინტეგრაციას აპროტესტებენ, საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ აპროტესტებენ თუ რას, რისთვის იკრიბებიან? თუ ახალგაზრდებს უწყობენ კონტრაქციას? აი, ეს არის მათ არასწორი სახე.
ევროპარლამენტში გუშინდელი დისკუსია რასაც აჩვენებს არის ის, რომ რუსული კანონით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. მეორე რასაც აჩვენებს არის ის, რომ საქართველო არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსხვერპლი. მსხვერპლი ვართ იმ ანტიქართული ქმედების, რომელსაც ახლა ახორციელებენ ეს ადამიანები. მიუხედავად ამ პრობლემებისა მთელი ევროპა ხედავს, რომ მთელი საქართველო დგას ფეხზე და თქვენ ეიმედებით ევროპელებს. პირველ რიგში თქვენ მადლობა მინდა გითხრათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.