„არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსულმა კანონმა არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი“ - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა
„გასულ წელს, სწორედ აქ ერთად აღვნიშნეთ ქართველი ხალხის გამარჯვება, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი. დიახ, იმ რუსული კანონის უკუგდებით, რომელიც შარშან შემოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ამის საპასუხოდ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და დაამარცხა ერთით ნული ივანიშვილის პარტია.
მაგრამ დღეს ხელისუფლებამ ისევ ხელახლა შემოატრიალა კანონი, შემოატრიალა კანონი ერთი მიზნის გამო, რომ აგვაცილოს ევროპული ინტეგრაციის გზას. მას არ უნდა განვითარებული ერთიანი საქართველო, ევროკავშირის ღირსეული წევრი საქართველო, მას უნდა დაჭაობებული საქართველო, სადაც სიღარიბეს, ფასების ზრდას, უმუშევრობას, მიგრაციას მიაქვს ეს ქვეყანა. სადაც იქნებიან თვითონ ზემდიდრები ხალხი იქნება უკიდურესად ღარიბი.
და დღეს აქედან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ.
ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსულმა კანონმა არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს.
გასულ წელს ერთით ნული გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, წელს კი საბოლოო გამარჯვებას ივანიშვილის ანტიქართულ ძალაზე აუცილებლად მოვიპოვებთ.
წინ ევროპული კავშირისკენ, კი ევროკავშირს - არა რუსულ კანონს. მთავარი რაც ამ ბრძოლაში გვჭირდება არის ერთიანობა და ამ ერთიანობას დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვაჩვენებთ. ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში“ - განაცხადა გიორგი ვაშაძე